თემები
,,ესე"
რა არის მკვდარი სიცოცხლე?
ჩემი აზრით მკვდარი სიცოცხლე იმ დროს ეწოდება როდესაც ადამიანს აღარაფრის გაკეთება აღარ შეუძლია, ეს არის ნაჩვენები ვაჟა-ფშაველას ლექსში ,,ვერხვი" სადაც ვერხვს არაფრის კეთება არ შეუძლია მთავარი ის არის თუ ყველაფერს მოინდომებ და დაეხმარები ადამიანებს შენი სიცოცოხლე მკვდარი არასოდეს არ იქნება.
ვერხვი
ერთ მწირს გორაზე მარტორდმარტო იდგა ხე მის ახლომახლო სხვა ხის ჭაჭანება არ იყო ვერხვი ხანდახან ეხვეწებოდა ხოლმე სხვა ვერხვებს ჩემო ძმებო იქნებ მოხვიდეთ და წამიყვანოთ ან თქვენ მოდი აქ ჩემთანო. ხანდახან ღმერთს ეტყოდა რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლეო თუ გამაჩინე კიდევაც დამარჩინეო. ერთხელ ცა მოიმუჟა ვერხვა თქვა შე დალოცვილო შენაო იქნებ ერთი ვერხვი მოგლიჯო ფესვიდან და ჩემთან მოიტანოვო ერთხელ როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდა, ერთი ფოთოლი წამოიღო ქარმა ვერხვი მთელი ძალ-ღონით გადაიხარა და ჩაიკრა ფოთოლი გულში როდესაც ქარი ამოვარდებოდა ხოლმე ვერხვი ეტყოდა ქარს შე დალოცვილო იქნებ ეს ფოთოლი არ წამართვაო.ერთხელ თოვლი ადრე მოვიდა მთაში, სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და თათბირი გამართეს ერთმა სთქვა ვერხვი მოვჭრათო სხვებმა იუარეს როგორ შეიძლება მაგის მოჭრაო, ცოდვაააო.ვერხვს სანამ მოჭრიდა სოფლის მაცხოვრებელი ვერხვმა თქვა მშვიდობით ვერხვებო მშვიდობითო ნახევარი საათის "შემდეგ ვერხვი ძირს გაშოტილი ეგდო. საღამოზე ქოხში დიდი ცეცხლი ენთო შეშად ვერხვი ენთო ერთმა მწყემსმა ზღაპარიც დაიწყო,, იყო და არა იყო რაო ღვთის უკეთესი რა იქნებაო " და სხვა, ასე გათავდა ვერხვის სიცოცხლე,მოესწრო იგი მადლის ქმნას,მხოლოდ თვითონ ვეღარა გრძნობდა საბრალო,თუ მადლსა შვრებოდა.
დედამიწა
ჩვენი დედამიწა მზის სისტემაში მესამე პლანეტაა.დედამიწა ერთადერთი დასახლებული ადგილია გალაქტიკაში. 2009 წლის მონაცემების მიხედვით ჩვენს პლანეტაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქითდაიფარა.დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ.
No comments:
Post a Comment